вторник, 23 июня 2015 г.

მეცხრე დღე

გავიხსენეთ მოსწავლის ნიმუშში პროექტი "აბესალომ და ეთერი"  და სრულყოფაში მოვიყვანეთ ეს სლაიდშოუ.
გავიხსენეთ ბუკლეტზე მუშაობა

მოვისმინეთ:

  • პედაგოგ ქეთევან მეურმიშვილის პრეზენტაცია "სამი არა",ძალიან მოგვეწონა, პრობლემურ საკითხებს ეხება.
  • მაგდა დოჭვირის პრეზენტაცია "კომპიუტერი ყოველდღიურ ცხოვრებაში" , მასწავლებლის მიზანია რომ მოსწავლეებმა უკეთ შეისწავლონ კომპიუტერზე მუშაობა.ძალიან მოგვეწონა.
  • პედაგოგ ხათუნა მირვალაშვილის პროექტის პრეზენტაცია "ჰიპერტონია", რაც ძალიან საინტერესო იყო"
  • პედაგოგ მაკა ბასილიძის პროექტის პრეზენტაცია" შუშანიკის წამება ძალადობის პირისპირ", საინტერესოა იმ მხრივ რომ დღევანდელ დღეს აქტუალურ თემას ძალადობას ეხება.
  • პედაგოგ დიანა იასეშვილის პროექტის პრეზენტაცია " რემონტი ჩემს სახლში" რაც ძალიან საინტერესო იყო.რაში ეხმარება მათემატიკის ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
  • პედაგოგ ნათია გარუჩავას პროექტის პრეზენტაცია " მთის ტრადიციები და ადათ-წესები" რაც ძალიან საინტერესო იყო.ხაზგასმული იყო ტრადიციები და თანამედროვეობაზე.
  • პედაგოგ ეკატერინე ალანიას პროექტის პრეზენტაცია " ტუბერკულიოზი" რაც ძალიან საინტერესო იყო.ეხება ინფექციურ დაავადებას, რაც დღევანდელ დღეს აქტუალურია.ყურადღება გამახვილებულია ჰიგიენასა და ჯანსაღ კვებაზე.
  • პედაგოგ თამილა ნაცვლიშვილი პროექტის პრეზენტაცია " მსოფლიოს შვდი საოცრება." ეხება ძველი და ახალი ნაგებობების დაპირისპირება.მოგვეწონა.
  • პედაგოგ მაია ლომიშვილის პროექტის პრეზენტაცია  " ჯეინ ეარი/ თავისუფლება ადამიანის არსს ახასიათებს." მოგვეწონა.
  • პედაგოგ თამარ გურაშვილის პროექტის პრეზენტაცია  " გლობალური დათბობა" მოგვეწონ ფლეშმობი, რაც ყველასაგან განსხვავებული იყო.
  • აგრეთვე წარმოვადგინე ჩემი პრეზენტაცია ოპერა "აბესალომ და ეთერი", ხაზი გავუსვი მოსწავლეთა დამოკიდებულებას ზოგადად მუსიკალური თეატრის მიმართ. გავამახვილე ყურადღება მუსიკალური ხელოვნების ამ ჟანრზე. მიზანია რომ მოსწავლეებსშეუყვარდეთ საოპერო ხელოვნება.
  • დიდი მადლობა ქალბატონ მანანას!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий